9-03-2020
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლეიბორისტული პარტიის ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს.
მისივე თქმით, ის „ქართულ ოცნებას“ სიტყვაზე ვერ ენდობა.
„მე არ განმიხილავს მაჟორიტარად კენჭისყრა. რა თქმა უნდა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ამ პარტიების მიერ საუბარი იქნება. არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად შევეცდები, რომ შევემატო. რა სტატუსით და რა ფორმით, ამაზე ვმუშაობ. ჩემი მიზანია, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია.
ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა თავის თავზე „ქართულმა ოცნებამ“, რომ სიტყვაზე ვერ ენდობი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.