გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარაში 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 174%-ით გაიზარდა

10-03-2020

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მეოთხე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2019 წლის ოთხივე კვარტლის ჯამური მონაცემით, წინა წელთან შედარებით 174% გაიზარდა.


2018 წელს FDI-ს საერთო მოცულობა 75,5 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის მონაცემებით უცხოურმა ინვესტიციამ 207 მილიონ დოლარს მიაღწია.


2019 წელს ჯამურად საქართველოში $1,2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, საიდანაც აჭარის წილი 16.3%-ია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930