გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან

11-03-2020

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. შესაბამისად, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა საქართველოს მასშტაბით მუდმივ რეჟიმში გრძელდება.


„ახალი სკოლის მოდელის“, ფარგლებში ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია მიმდინარეობს თბილისის N118 საჯარო სკოლაში. შენობა ორი ნაწილისგან შედგება და ერთმანეთს გადასასვლელი ხიდით უკავშირდება. ამჟამად შენობის ერთ ნაწილის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. მოსწავლეებისთვის უკვე კეთილმოწყობილია როგორც საკლასო ოთახები, ასევე დერეფანი, საპირფარეშო, სპორტული დარბაზი და ა.შ. დღეის მდგომარეობით, რეაბილიტაცია სკოლის შენობის მეორე ნაწილში მიმდინარეობს, რომელიც აპრილის ბოლოს დასრულდება და ბავშვებს თანამედროვე სასწავლო გარემო ექნებათ.

სკოლის რეაბილიტაციას სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სარემონტო სამუშაოები სკოლის ოთხივე სართულზე ტარდება და მოიცავს მთლიანად სკოლის რეაბილიტაციას.


რეაბილიტაციის ფარგლებში, სკოლაში იცვლება ელექტროობა, მონტაჟდება ახალი ცენტრალური გათბობა, რემონტდება სკოლის შენობის ფასადი და სპორტული დარბაზი. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები.


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია არა მხოლოდ სკოლების, არამედ სხვადასხვა საგანამანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე ინფრასტურქტურით მოწყობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930