11-03-2020
დაავადებათა კონრტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების 24-ე შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.
"ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს შემთხვევაც იტალიასთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება კლინიკურ სურათს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არაფერი საგანგაშო არ არის"-განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 39 ანალიზი იყო შესული და მხოლოდ ერთზე გამოვლინდა დადებითი პასუხი.