გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იან კელი: ჟენევის ფორმატზე ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუებაა, რადგან ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ის ემსახურება

14-03-2018

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებებით არ მიღწეულა ის პროგრესი, რაც ამ ფორმატითაა გათვალისწინებული. 
იან კელის თქმით, ამ საკითხში ის პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას მხარს უჭერს. 
ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც კვირიკაშვილი ჟენევის ფორმატზე საუბრობს. 
„ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ, ჟენევის ფორმატში. მოგეხსენებათ, წელიწადში ოთხჯერაა ეს შეხვედრები.
ჩვენ ვმონაწილეობთ უმაღლეს დონეზე, თუმცა მოგეხსენებათ ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც ამ ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ის ემსახურება - შეწყდეს ე.წ. ბორდერეიზაცია, აღდგეს სავაჭრო კავშირები მოსახლეობას შორის და ა.შ. შედეგი არის ის, რომ პროგრესი არცერთი მიმართულებით ვერც ჩვენ და ვერ ქართულმა მოსახლეობამ ვერ დაინახა. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერს სწორი მიდგომა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ. ასეთი ტიპის ფორმატებში აუცილებელია ჩართულები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, მონაწილეებს სურთ პროგრესი, თუმცა გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. 
რაც შეეხება ჩვენ ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, თუ სად ხედავს ჩვენ თავს“- განაცხადა კელიმ. 
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა დღეს რუსეთის საგარეო უწყების წერილს უპასუხა. 
მისი თქმით, აღნიშნული განცხადებით რუსული მხარე მოლაპარაკებებისთვის სივრცეს ტოვებს. 
„ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანეს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას თუ რამე სჭირდება დღეს, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30