გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შვილის დაჭრაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

14-03-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და შვილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული თ.ო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 ივლისს, თ.ო.-მ ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს შვილს - ნ.ო.-ს დანით ფეხის არეში განზრახ მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ.ო.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა თ.ო. 2017 წლის 26 ივლისს ქალაქ ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.117-ე მუხლის პირველინაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ო. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031