გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარის ინფორმაციით, კომპანიებთან, რომლებისგანაც საქართველომ მომავალში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უნდა მიიღოს, მუშაობა დაწყებულია

13-03-2020

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, შესაბამის კომპანიებთან, რომლებისგანაც საქართველომ მომავალში უნდა მიიღოს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი, მუშაობა უკვე დაწყებულია.

როგორც სუბარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეთერში განაცხადა, აღნიშნული პრეპარატის შექმნა დაახლოებით ერთი თვის ვადაშია ნავარაუდები.

„ამასთან დაკავშირებით საუბარი საბჭოზე არის, გარკვეული გეგმები არსებობს და დაახლოებით ისიც ვიცით, რომელი კომპანიებისგან, შეიძლება, ველოდოთ. ამ კომპანიებთან აქამდეც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, მათ შორის C ჰეპატიტზე და მუშაობა ახლაც დაწყებულია.

C ჰეპატიტი, რომელზეც ატეხეს სრულიად უსაფუძვლო ჟივილ-ხივილი ჩვენმა ოპონენტებმა, იყო კარგი გამოცდილება, რომ მსოფლიო პანდემიას მომზადებული შევხვედროდით“,- განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ოპერატიულად შეძენა საქართველოს მიერ, სუბარი ამბობს, რომ ამის იმედი აქვს.

„იმედი გვაქვს ამის, თუმცა ანტივირუსამდე მეტი ლაპარაკი და მოთხოვნაა წამლებზე. ჯერ საუბარია პრეპარატზე, რომელიც განკურნების ეფექტური საშუალებაა. დაახლოებით ერთი თვის ვადას ვარაუდობენ, თუმცა ეს დადასტურებული არაა, წინასწარ ამას ვერ ვიტყვით“,- განაცხადა სუბარმა.

ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930