გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: 25-ე პაციენტის ინფიცირება იტალიის ერთ-ერთ წყაროსთან კონტაქტის შედეგად მოხდა

13-03-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევა არ არის ახალი წყაროდან გადადებული.


მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტის ინფიცირება მოხდა იტალიის 2 წყაროდან ერთ-ერთ წყაროსთან კონტაქტის შედეგად.


„გუშინ დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჩვენთან 21-დან 22-მდე გაიზარდა, ე.ი. ქვეყანაში - 25-ია. ეს პაციენტიც არ არის ახალი წყარო, არის არსებული წყაროებიდან. როგორც ჩვენ ვიცით, გვაქვს იტალიის 2 წყარო და ერთ-ერთი იტალიის წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირია. ეს სამედიცინო ჯგუფია, ჯანდაცვის ჯგუფი და იქ არსებული კონტაქტია. შემოტანილი შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირველი პირების დაინფიცირებას ჰქვია პირველი გენერაცია. ჩვენ ჯერ არ გავცდენილვართ ამ პირველ გენერაციას და ეს არის კარგი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930