გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ოქტომბერი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა

14-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ხ.კ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. პოლიციამ ხ.კ.-ს მიერ გაყიდული 2 შეკვრა ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031