გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და საერთო კრებები ტარდება

17-02-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები გრძელდება.

 

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი, კატნატუ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები გაიმართა.

 

 

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, მოადგილე არტავაზდ ტონოიანი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, სპეციალისტები, სამსახურის უფროსები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე და პრობლემებზე ისაუბრეს.

 

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.

 

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხმათა უმრავლესობით თითოეულ სოფელში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:

 

 

1. სოფ. დიდი ხანჩალი:

 

- პირუტყვის საძოვრის გზის მოხრეშვა

 

- ხიდის რეაბილიტაცია

 

2.სოფ . პატარა ხანჩალი

 

- სანიაღვრე არხის მშენებლობა

 

3. სოფელი კატნატუ

 

- სანიაღვრე არხების მშენებლობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930