გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მჭედლიშვილი "ქართუს" და ბანკების განცხადებებზე: მოველი ოპოზიციის თვითმკვლელ განცხადებებს

13-03-2020

ფონდ "ქართუს" განცხადებას და სამი უმსხვილესი კომერციული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლებიც დღეს გახმაურდა, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"ფონდმა "ქართუმ" განაცხადა, რომ გამოყოფს ფულად სახსრებს ნებისმიერი რაოდენობით, რაც საჭირო იქნება საქართევლოს ეკონომიკის დასახმარებლად კორონავირუსით გამოწვეული შედეგების დასაძლევად.

გარდა ამისა, ქვეყნის სამმა უდიდესმა ლიბერთიმ, საქართველოს და თიბისი ბანკებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა დაზარალებული სექტორების კომპანიებს სესხები გადაუვადონ. მათ ალბათ სხვა ბანკებიც მიჰყვებიან დღეს.

ამ ფონზე მოველი ოპოზიციის თვითმკვლელ განცხადებებს:

- შალვა ნათელაშვილი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ კორონავირუსი ბიძინა ივანიშვილის გამოგონილია, ან შემოტანილია საქართველოში.

- "ლელოს" მესვეურნი იტყვიან, რომ 'თიბისი ბანკი" აიძულეს რომ ესეთი ნაბიჯი გადაედგა.

- გუბაზა, მიშას proxy საქართველოში, იტყვის, რომ ვეზუვის ამოფრქვევბის შემდეგ ქალაქ პომპეიში გაცილებათ უკეთესად ებრძოდნენ სტიქიის შედეგებს.

ამასობაში, მსოფლიოს საფონდო ინდექსები კატასტროფულად ეცემა და ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ გადავრჩეთ. დიახ. გადავრჩეთ!

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რამდენს გამოყოფს ფულს, იმიტომ რომ არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი და "პარტიულად" არ ვაზროვნებ!

P.S. ჩემს ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, რომ საქართველოში საფონდო ბაზარი "მკვდარია..."-აცხადებს მჭედლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930