გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც ქვეყანას თანადგომა სჭირდება „ქართუ“ ბანკი ჩვეული აქტივობით ერთვება

13-03-2020

„ქართუ“ ბანკი ჩვეული აქტივობით სწორედ იმ პერიოდში ერთვება, როდესაც ქვეყანას ნამდვილად სჭირდება თანადგომა, რადგან შესაძლოა სახელმწიფოს, როგორც სტრუქტურულად და ორგანიზაციულად ასევე, ფინანსურად დასჭირდეს დამატებითი რესურსები“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავისი ჩვეული აქტივობით, ერთვება სწორედ იმ დროს, როდესაც მისი მონაწილეობა არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი.

 

„სახელმწიფოს მხრიდან    კეთდება ყველაფერი. ჩაერთო პრაქტიკულად ყველა, ვისაც ამის რესურსი აქვს, მაგრამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობას ვერავინ ჩაანაცვლებს. გავითავისოთ ყველამ, რომ საფრთხე არის რეალური, თვითდამშვიდების და თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს.  მოქალაქეებმა თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ ამ გამოწვევის წინაშე ვიყოთ უფრო მეტად მობილიზებული და შედეგიც იყოს სასურველი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

 

მისი განმარტებით, კორონა ვირუსს, მისი ზიანის გამოწვევის მასშტაბიდან გამომდინარე, სამწუხაროდ  მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით არ ექნება ზიანი და შესაბამისი ნეგატიური ეფექტი.

 

„კორონა ვირუსი ეკონომიკაზე უკვე ახდენს ნეგატიურ გავლენას, ამიტომ მთავრობას შემუშავებული აქვს სტრატეგიული გეგმა, რათა ეს ზიანი იყოს შემცირებული და პრევენციული ღონისძიებები მაღალ რანგში გატარებული. რეგულაციები ვერ იქნება წინასწარ, საათობრივად გაწერილი რამეთუ, ის შიძლება იყოს სწორედაც საათობრივად შეცვლილი, საჭიროების მიხედვით იყოს დამატებითი, გამკაცრებული რეგულაციები. მთავარია, რომ სიტუაცია არის კონტროლირებადი, ყველა შესაძლო სცენარი არის გათვლილი. როგორც აღმასრულებელი ასევე, საკანონმდებლო  ხელისუფლება არის სრულ მობილიზებაში, მაგრამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი და შეუცვლელი“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930