გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიიზაციის წევრები მზად არიან თანამოქალაქებს და უწყებებს დახმარება შესთავაზონ

14-03-2020

“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიიზაციის თითოეულ წევრს, გვაქვს დიდი სურვილი და მზაობა იმისთვის, რომ გვერდით დავუდგეთ ნებისმიერ უწყებას, ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს ამ მძიმე პერიოდში და მოხალისეობრივად შევთავაზოთ ჩვენი დახმარება“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ახლა მთავარია მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, სოლიდარულები იყვნენ.

„მსურს რომ ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენს მოსახლეობას ამ მძიმე მომენტში, როდესაც მთელი მსოფლიო ახალ კორონა ვირუსს ებრძვის.

დედაქალაქის მერმა დღეს გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის უფასო სასადილოებში იცვლება მომსახურების ფორმა, წესდება უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმები, ინერგება დამატებითი სერვისები ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შესაზღუდად.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამ დამატებითი მომსახურების გასაწევად, თბილისის მერიას დასჭირდება მოხალისეთა ჯგუფები. ისინი დამატებით ტრენინგებსაც გაივლიან.

“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიიზაციის თითოეულ წევრს, გვაქვს დიდი სურვილი და მზაობა იმისთვის, რომ გვერდით დავუდგეთ ნებისმიერ უწყებას, ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს ამ მძიმე პერიოდში და მოხალისეობრივად შევთავაზოთ ჩვენი დახმარება.

ჩვენ, ჩვენი თითოეული მეგობარი და თანამოაზრე, არათუ მზად ვართ ამისთვის, არამედ მოხარულებიც კი ვიქნებით, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა დავეხმაროთ და ვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას.

ახლა მთავარია, მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ჩვენ, ახალგაზრდები, სოლიდარულები ვიყოთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ერთმანეთის, ისე საზოგადოების ჯანმრთელობას”- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930