გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: ინფიცირებულებიდან 8 პაციენტი გვყავს პნევმონიით, აქედან 4 ფასდება მძიმედ

16-03-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელსაც პირველ ტესტზე ასევე უარყოფით პასუხი ჰქონდა დღეს ჩაუტარდება მეორე ტესტი.


მისივე თქმით, დანარჩენი 28 პაციენტიდან 8 აღენიშნება პნევმონია, აქედან ოთხის პნევმონია მძიმედ ფასდება.


„გუშინ დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტთანაც, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ჩატარდება ტესტირება.


28 პაციენტიდან პნევმონიით 8 პაციენტი გვყავს, აქედან ოთხი მძიმე პნევმონიით ფასდება, უბრალოდ სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკურნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესირება არ იქნება. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება გაუმჯობესება და ალბათ გამოჯანმრთელებისკენაც შორს არ ვიქნებით. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია. მდგომარეობა აქაც მკურნალობას ექვემდებარება ამ ეტაპზე და მათთანაც არ შეინიშნება პროგრესირება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930