გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

15-03-2018


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.


დელეგაციას ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში სამსახურის ხელმძღვანელი სუსანა მარაზუელა ასპიროზი ხელმძღვანელობდა.


მხარეებმა შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული და მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროგრამები მიმოიხილეს, მათ შორის, ღვინის სექტორის რეფორმა, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებით ხორციელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.


ლევან დავითაშვილმა ისაუბრა საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის და მისი იმპლემენტაციის შესახებ და ყურადღება ევროკავშირის საიმედო პარტნიორობაზე გაამახვილა.


როგორც მინისტრმა განაცხადა რესტრუქტურიზებული სამინისტროს ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება კვლავ რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად და ევროკავშირის დელეგაციას მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდაჭერისთვის.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამებზე, რომლებსაც FAO ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ყურადღება გამახვილდა ღვინის სექტორის მართვის რესტრუქტურიზაციის საკითხზე.


სუსანა მარაზუელა ასპიროზიმ სამინისტროს საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და სოფლის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის წარმომადგენლებმა მოინახულეს რეგიონებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფები და ადგილზე გაეცნენ მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს.


ვიზიტის ფარგლებში, ევროკაშირის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტო და გაეცნენ მის საქმიანობას.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროკავშირის დელეგაციის კოოპერაციის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი და FAO-ENPARD-ის პროექტების კოორდინაციის ოფიცერი ხავიერ სანს ალვარესი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა 2013 წლიდან დღემდე, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტები 179.5 მილიონი ევროთი დააფინანსა.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930