გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მერი: მუნიციპალიტეტში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება, საკმარისია სურსათის მარაგიც

17-03-2020

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია და ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუპერმარკეტებში იმყოფებოდნენ. მათ, სურსათის მარაგებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებისგან მიიღეს.

„ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ მოხდეს ფასების ხელოვნურად ზრდა. მკაცრი რეაგირება იქნება ყველა იმ ფაქტზე, სადაც ფასების ზრდა დაფიქსირდება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავიცვათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, “- განაცხადა აკაკი შენგელიამ.

როგორც ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განმარტა, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის, ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და სავაჭრო ობიექტებში სასურსათო მარაგის ნაკლებობა არ ფიქსირდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930