გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა ძალოვნებთან კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილა

18-03-2020

მართლწესრიგის დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს იმ დამატებითი შესაძლო ზომების მიღებაზე, რომელიც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის იძულების წესით კარანტინში გადაყვანილია 100-მდე მოქალაქე.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები და გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან ახლობლებს და მთლიანად, საზოგადოებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031