19-03-2020
მსოფლიო ღრმა გლობალური ეკონომიკური რეცესიისთვის უნდა მოემზადოს, რომლის „სასხლეტიც“ კორონავირუსის პანდემია გახდება – ამტკიცებს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian თავის სარედაქციო სტატიაში.
გამოცემის ეკონომიკური მიმართულების რედაქტორი ლარი ელიოტი არ იზიარებს ცენტრალური ბანკების, ფინანსთა მინისტრებისა და დამოუკიდებელი ეკონომისრების ოპტიმიზმს, რომლებიც „თავს იმშვიდებენ“ ვარაუდებით, თითქოს „ეკონომიკური კრიზისი იქნება მწვავე, მაგრამ ხანმოკლე, რის შემდეგაც ბიზნესი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება“.
„კორონავირუსმა სულ რაღაც 2 თვეში მსოფლიო ეკონომიკა გლობალური კრიზისის ზღვარზე დააყენა და ბოლო ასწლეულში ყველაზე მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს. იმედები, თითქოს მედიკოსები მალე გაუმკლავდებიან მომაკვდინებელ ვირუსს, ქარწყლდება ცნობებით იმის შესახებ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ვაქცინის შექმნაში ათობით მილიარდი უკვე ჩადებულია“, – წერს გამოცემა.