გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვე დარჩება

16-03-2018

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვით, 18 სექტემბრამდე დარჩება. ამის შესახებ ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმსახურმა, იღუმენმა დიონისე ბორძიკულმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.

იღუმენის თქმით, წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების კიდევ 6 თვით საქართველოში დატოვების შესახებ თანხმობა ინდოეთიდან დღეს მიიღეს. 

"გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წერილი საქართველოს პატრიარქის მიერ გაიგზავნა და რადგანაც ქართველი ხალხის დამოკიდებულება ასეთი დიდია წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მიმართ, ინდოეთის მხარე თანხმობას აცხადებს, რომ წმინდა ნაწილები ოფიციალურად 18 მარტიდან 18 სექტემბრამდე საქართველოში დარჩეს", - განაცხადა მამა დიონისემ. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა ნაწილების საქართველოში კიდევ 6 თვით დატოვების შესახებ ინდოეთის პრემიერ მინისტრს ნარენდრა მოდის 6 მარტს მიმართა.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში გასული წლის 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს.

Imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031