გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტებს ქსელიდან სრულად ამოიღებენ

24-12-2017

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიიღო ახალი შეტყობინება, რომელიც ეხება პრევენციული ღონისძიებების მიზნით, ფრანგული კომპანია „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტებისსარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღების ვალდებულებას. აღნიშნული შეტყობინება ყველა იმ ქვეყანას გაეგზავნა, სადაც ხდება აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი.
სააგენტოს მითითებით და ზედამხედველობით, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში - “ლაქტალის ჯორჯია” „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოებული ყველა სახის პროდუქტის ქსელიდან ამოღებას ახორციელებს. საქართველოში „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოების მხოლოდ „სელიას“ ბრენდის შემდეგი პროდუქტებია იმპორტირებული:
CELI LF NEUTRE 400G X12 PROMAT
CELIA Expert 1 400g
CELIA Expert 1 900g
CELIA Expert 2 900g
CELI EXPERT 2 400 g
CELI EXPERT 3 900 g
CELI EXPERT 3 400G
CELIA Nutrition 1 300g
CELIA Nutrition 3 300g
CELIA PRE 400g
CELI AR 400G
CELI HA NEUTRE 400G
CELI MAMA 400G
CELIA AD 350g
CELIA Digest 400g
CELI ALLERNUTRI PEPTIDE FRAR 12X400G ALG
CELI AR LBG B 400G X12 ALG
CELI AD 350GX12 AVEC LACT NEUTRE PROMAT
CELI PREMA 400G x12 NV SS PAL NEUTRE
CELI DIGEST 400G X12 PROMAT
CELI ALLERNUTRI PEPTIDE FRAR 12X400G ALG
CELI AR LBG B 400G X12 ALG
CELI PREMA 400G x12 NV SS PAL NEUTRE

აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღების პროცესი უკვე მიმდინარეობს.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავალა ბიზნესოპერატორს, შეეჩერებინა ორგანიზაციის დანართში მითითებული „სელიას“ პროდუქციის პარტიების რეალიზაცია და სარეალიზაციო ქსელიდან მისი ამოღება.
11 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა შეტყობინება „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლიდან წარმოებული პარტიების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ყველა ქვეყანაში, სადაც ექსპორტი ხორციელდებოდა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა საფრანგეთში, მიმდინარე წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში „სალმონელა აგონათი“ ბავშვების ინფიცირების 26 შემთხვევა. ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, ეჭვი მიიტანეს „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებზე- Picot Lait Picot SL sans Lactose 350 g,;Milumel Bio 1 900g;, Picot peptide junior sans Lactose 460g.. დასახელებული ბრენდებიდან „პიკოს“ და „მილუმელის“ პროდუქციის იმპორტი საქართველოში არ ხდება. თუმცა, პრევენციის მიზნით, გამოთხოვილი სურსათის ჩამონათვალში აღმოჩნდა ბრენდ “სელიას“ რამდენიმე პარტია და საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, პროდუქციის რეალიზაცია მაშინვე შეჩერდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930