20-03-2020
"ლარსიდან მანქანები უკვე დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღე ვხვდები საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტებისა და ქსელების წარმომადგენლებს, იმპორტიორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა არ გვქონდეს სურსათის დეფიციტი და ფასები არ გაიზარდოს პანიკის გამო",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 9 პროდუქტზე კომპენსაციის სქემის შემოღება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.
ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს კომპენსაციის სქემის შემოღება, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მარაგების შექმნას, არამალფუჭებადი პროდუქტების შემოტანას, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდებში და, მეორე მხრივ, არსებული ფასების შენარჩუნებას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.