21-03-2020
იურისტი თამთა მეგრელიშვილი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანი ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაციაა.
"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.
სწორედ ამიტომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ ქვეყნების რიგს( აშშ,ესპანეთი, ესტონეთი,ლიტვა,ლატვია,ბულგარეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) საქართველოც შეუერთდა.
დღეიდან საგანგებო მდგომარეობა როგორც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, ვრცელდება სახელმწიფო ორგანოების, ინსტიტუტებისა და საწარმოების, სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის საქმიანობაზე ისეთი პირობების და გარემოებების ერთობლიობის გამო, რომლებიც ქმნიან ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ ვითარებას კონკრეტულ ობიექტზე ან ტერიტორიაზე.
დღეიდან საგანგებო მდგომარეობის გამო შეიზღუდება მოქალაქეთა გარკვეული უფლებები და მათ დაეკისრებათ დამატებითი ვალდებულებები.
საგანგებო მდგომარეობა არ უნდა აღვიქვათ როგორც საშიშროება,
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ემსახურება ვითარების უსწრაფეს ნორმალიზაციას, ისევ და ისევ ჩვენ სიცოცხლის უფლებისა და სხვა უფლებების დასაცავად!
ყველაფერი კარგად იქნება! "-განაცხადა მეგრელიშვილმა