გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ანდრეი შვედოვი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გაფართოება არ იგეგმება

16-03-2018

„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“, რომელიც 11 პოსტსაბჭოთა ქვეყანას აერთიანებს (საქართველოსა და სამი ბალტიისპირა სახელმწიფოს გარეშე), რეგიონში ერთ-ერთ მთავარ ინტეგრაციულ ორგანიზაციად რჩება. 2018 წლის აპრილში მინსკში დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს. რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი დსთ-ში ანდრეი შვედოვი „იზვესტიის“ კორესპონდენტ ალექსეი ზაბროდინთან საუბრობს მინისტრთა შეხვედრის დროს განსახილველ საკითხებზე, უკრაინის პრობლემაზე, ანტიტერორისტულ საქმიანობაზე და სხვა საკითხებზე. იგი ეხება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებსაც...


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრთა რიგები დატოვა. რამდენად სავარაუდოა, რომ მომავალში თბილისი დსთ-ის ორბიტას დაუბრუნდება? შენარჩუნებულია თუ არა დღეისათვის რაიმე კონტაქტები დსთ-სა და საქართველოს შორის?


- დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო დსთ-ში დაბრუნდება, თბილისის ნაბიჯს ყველა მიესალმებოდა, თუმცა ეს მაინც საქართველოზეა დამოკიდებული. დღეისათვის სიტუაცია არ შეცვლილა. იმავდროულად, საქართველო არ გასულა და კვლავ მონაწილეობს 34 დოკუმენტის რეალიზებაშიც, რომლებიც დსთ-ის ჩარჩოებშია ხელმოწერილი. თბილისი ესწრება ხოლმე ზოგიერთ ღონისძიებასაც. 2016 წელს საქართველოში გაიმართა დსთ-ის წევრი ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს სხდომა. ხორციელდება გარკვეული კონტაქტები დსთ-ის ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისო ფონდის მიმართულებითაც... საერთოდ კი, დრო გვაჩვენებს, შესაძლებელია თუ არა [საქართველოს დსთ-ში დაბრუნების] საკითხში რაიმე მოძრაობა.


- განიხილება თუ არა დსთ-ის გაფართოება მასში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გაწევრიანების ხარჯზე?


- ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.



წყარო: «Известия» (რუსეთი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930