გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სავაჭრო ქსელებში მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მონიტორინგი ხორციელდება

21-03-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე მსხვილ სავაჭრო ქსელებში სურსათის მარაგებისა და პროდუქციის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

„ქვეყანაში ყველა სახის სურსათის მარგი გვაქვს; გამართულად მუშაობს პროდუქციის მიწოდების სრული ჯაჭვი. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს სურსათით უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ ექნებათ. მთავარია, მათ გაითვალისწინონ, რომ გადამეტებული მოთხოვნის შედეგად, სარეალიზაციო ობიექტებში ხელოვნურად იქმნება სურსათზე დეფიციტი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია სასურსათო ჯაჭვის ყველა რგოლთან, რათა სავაჭრო ქსელების სურსათით მომარაგება უწყვეტად მოხდეს და მოსახლეობამ პროდუქციის შეძენა შეუფერხებლად შეძლოს“, - აღნიშნა თენგიზ კალანდაძემ.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები მაქსიმალურად ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს და სასურსათო ობიექტებში იცავენ იმ ჰიგიენურ ნორმებს, რაც აუცილებელია თანამშრომლებისა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისთვის.

ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა. სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა ზემოაღნიშნული მიმართულების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის აქტიურად მუშაობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930