21-03-2020
შეიძლება საგანგებო მდგომარეობა ამ ვითარების აღმოფხვრისთანავე გაუქმდეს, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ემზარ კვიციანს აინტერესებდა, აღდგომის თარიღის გათვალისწინებით, შეიძლებოდა თუ არა, საგანგებო მდგომარეობა, 20 დღის და არა 1 თვის ვადით ყოფილიყო განსაზღვრული.
„შესაბამისად, თუ ვითარება აღმოიფხვრება 10 დღეში, 10 დღეში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. ხოლო, თუ 10 დღეში არ იყო და 1 თვე იქნება საჭირო, მაშინ , ბუნებრივია 1 თვე გაგრძელდება“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.