გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციის მიერ დაკავებული პირი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა

21-03-2020

პოლიციის მიერ 18 მარტს ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პირი, რომელმაც თვითკვლელობა სცადა, გარდაიცვალა.

განცხადებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 18 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული შ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ს.-მ ქალაქ ვანში სუპერ მარკეტ "მაგნიტი“-ს მოლარე-ოპერატორს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ფულადი თანხა გასტაცა.

სამართალდამცველებმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა შ.ს.-მ თვითმკვლელობა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930