გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: მოქალაქეების გარკვეული ნაწილი არასერიოზულად უყურებს ამას

22-03-2020

„აუცილებელია დავიცვათ ყველა ის წესი, რაც ამ საგანგებო ვითარებაში არის მოწოდებული. მთავარია სიმჭიდროვე გავშალოთ; არ იყოს უშუალო კონტაქტები; ხელის ჩამორთმევისა და ჩახუტების წესი შევცვალოთ გულწრფელი მისალმებით - გულზე ხელის დადებით და დავიცვათ როგორც საკუთარი ჯანმრთელობა, ისე გავუფრთხილდეთ სხვას. ჩვენ ორი ძირითადი მიზანი გვაქვს : ერთი- დავიცვათ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ასევე ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი რომ არ მიადგეს, პროცესები ვმართოთ ისე, რომ არ გახდეს შეუქცევადი.“, - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ POSTV -ის ტელეეთერში.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთშიც, კორეაშიც შემცირდა დადასტურებული შემთხვევები და ვირუსის გავრცელების ფაქტები, ჩინეთს გარეთ, განსაკუთრებით კი ევროპაში რადიკალურად უარესდება მდგომარეობა.

„საბედნიეროდ, ჩვენ პირველი ფაზა ანუ ე. წ. შეკავების ფაზა ვმართეთ კარგად. ჩვენ საუკეთესო მაგალითი ვაჩვენეთ კორონასთან ბრძოლის, მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულის 54 შემთხვევაა გამოვლენილი. მისივე განცხადებით, შევდივართ ე. წ. ტურბულენტურ ზონაში, სადაც პრეკრიზისულ ფაზას შეიძლება მოჰყვეს კრიზისული ფაზა. მისი თქმით, შესაძლოა წამოვიდეს დაუდასტურებელი შემთხვევები ანუ შიდა გავრცელების ტალღა. „ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და ხედავთ, რომ საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურად რამდენჯერმე იკრიბება. რაც შეეხება რეგულაციებს, მთავარია, ეს რეგულაციები სრულდებოდეს სრულად. მგონია, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი არასერიოზულად უყურებს ამას და თუკი ჩვენ ამაში ჩამოვრჩებით, შეიძლება სერიოზული ზიანი მოგვაყენოს კორონამ. თუ ჩვენ ამ წესებით ვერ შევძელით დარეგულირება, რა თქმა უნდა, ეს წესები შეიძლება კიდევ გამკაცრდეს. ეს დამოკიდებულია არსებულ ეპიდვითარებაზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930