გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: პატარა საქართველომ 3000 მოქალაქე სრულიად უფასოდ დიდი ხანია დააბრუნა სამშობლოში!

23-03-2020

„ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჩვენი თანამოქალაქეები და დავიცავით კიდეც საზღვრები!“ - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მსოფლიო და პატარა საქართველო

ახლახან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ამაყად განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი 24-საათიანი მუშაობის რეჟიმშია გადასული და მათ უკვე მოახერხეს 3000 ათასი ამერიკელის სახლში დაბრუნება უცხოეთიდან.

საფრანგეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, აღრიცხვა გაიარონ ინტერნეტ-პორტალზე და საკუთარ ხარჯზე შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.

ეს ხდება ამერიკასა და ევროპაში.

პატარა საქართველომ 3000 მოქალაქე სრულიად უფასოდ დიდი ხანია დააბრუნა სამშობლოში!

მეტსაც გეტყვით, რომ შეხედოთ ოფიციალურ სტატისტიკას ყოველ ერთ მილიონ მაცხოვრებელზე ვირუსის გავრცელების კუთხით, ამერიკაში ყოველ მილიონზე 113 შემთხვევაა, იტალიაში - 980, ესპანეთში - 615, ჩინეთში - 60, საფრანგეთში - 239.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 40.

საქართველოში კი - მხოლოდ 14.

ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჩვენი თანამოქალაქეები და დავიცავით კიდეც საზღვრები!“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

საზოგადოება 8 წუთის წინ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930