23-03-2020
ექსპერტ სოსო მანჯავიძის განცხადებით, უცხოეთში დარჩენილი ქართველების დასახმარებლად საქართველოს მთავრობის მიერ თავიდანვე იქმა ზომები მიღებული და ამ მიმართულებთ შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთდა.
მისივე თქმით, მთავრობის მეთაურ გიორგი გახარიას კრიზისის მენეჯერის გამოკვეთილი ნიჭი და უნარები აქვს, რის გამოც ნაცები და მათი მიმდევრები მის ჩამოცილებას ცდილობდნენ.
ამის შესახებ მანჯავიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"უცხოეთში დარჩენილი ქართველების ბედი, რომელთა ნაწილი უსახსროდ დარჩა, ყველას გვაწუხებს, მაგრამ საქართველოს მთავრობის დადანაშაულება ამ საკითხში არაა სწორი, ხოლო ამ თემის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა-საერთოდ უზნეობაა.
ჯერ ერთი--ამ პრობლემის გადაწყვეტა ასეთ დროს უჭირთ ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა საფრანგეთი და აშშ.
მეორე-- თავიდანვე იქნა მიღებული ზომები და შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება.
ცალკეულ ჩინოვნიკთა დაუდევრობა, ცხადია, გამორიცხული არაა.
რაც შეეხება სპეკულაციურ ფასებს ავიაბილეთებზე. ასეთ დროს ფულის მოგება და, მითუმეტეს, ფასების გასამმაგება უნდა აღიკვეთოს და სათანადოდ დაისაჯოს.
და კიდევ, ალბათ, ყველასთვის გასაგებია, რატომ ცდილობდნენ ასე დაჟინებით გიორგი გახარიას ჩამოცილებას ნაცები და მათი ეპიგონები.
მას აქვს კრიზისის მენეჯერის გამოკვეთილი ნიჭი და უნარები.
ურთულესი გამოცდის დროს, რომელიც გვიდგას და წინ გველის, ასეთი თვისებების მქონე ადამიანი სანთლით საძებარია.
ამავე დროს, გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისი, რომლის შედეგები მძინე იქნება, გონიერებასთან ერთად, მკაცრ ხელსაც საჭიროებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება დეტრუქციული, უპასუხისმგებლო პოპულისტების შეკავება გამწვავებული სოციალური პრობლემების ფონზე.
ეს პრობლენები ყველას შეგვეხება და მაქსიმალური თავშეკავება და სოლიდარობა გვმართებს.
სწორედ ამ თვისებებმა გადაარჩინა საქართველო და ამ მსოფლიო კრიზისსაც გადავიტანთ,თუ სოლიდარულები ვიქნებით და ერთმანეთის გაჭირვებას გავიზიარებთ"-განაცხადა სოსო მანჯავიძემ.