გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები გადავადდება

24-03-2020

„შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

მინისტრის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გრძელდება და მასთან დაკავშირებული მომსახურება საგანგებო პირობებით შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის ნუსხაში არ შედის. ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული მომსახურება გრძელდება, თუმცა ტესტირების ცენტრებში საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით უნდა განხორციელდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930