გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების შესახებ დეტალები გახდა ცნობილი

24-03-2020

მარინა ეზუგბაიამ საღამოს ბრიფინგზე კორონავირუსით დაავადებულ ახალ პაციენტებზე ისაუბრა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ინფექციურშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ჩვენ დღეს დილით 32 პაციენტი გვყავდა, დაგვემატა ერთი და ამჟამად არის 33 პაციენტი. ეს ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური პაციენტი. მისი კვლევები გაგრძელდება“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებული პაციენტი ამერიკის კლასტერს მიეკუთვნება, დანარჩენი ახალი შემთხვევები კი მარნეულთან არის დაკავშირებული.

ეზუგბაიამ ასევე კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციაზე, რომ ერთ-ერთი დაავადებული მისი კოლეგაა.

„მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან შეხვედრა, მაგრამ მან როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა რამდენიმე დღის მერე გამოუვლინდა კლინიკა. აქედან გამომდინარე ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები ალბათ არ ჩაითვლებიან როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მან აღნიშნა, რომ კონტაქტების შესწავლა ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება.

კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 70 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930