გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო მდგომარეობის დროს სხვადასხვა მიმართულებებით დაწესებული დაშვებების შესახებ ისაუბრა

24-03-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო მდგომარეობის დროს სხვადასხვა მიმართულებებით დაწესებული გარკვეული დაშვებების შესახებ ისაუბრა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო.

მისი თქმით, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში.
ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

მისი თქმით, საქმიანობის შეჩერება არ ეხება სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას.

„ასევე ელექტრო კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა; საქონლის, პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციისა, თუ საცალო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების, წვდომის გარეშე; შეზღუდვები ასევე არ ეხება პრესის ჯიხურებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ასევე გარკვეული დაშვებები არის გაკეთებული რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობასთან მიმართებაში და დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ მიტანის ან პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებით შეძენის შემთხვევაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930