25-03-2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ესპანეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად რეკორდული რაოდენობის – 738 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს რეკორდული ციფრია. ყველაზე მეტი ადამიანი მადრიდშია გარდაცვლილი.
ესპანეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 47 610-ს მიაღწია, ხოლო ჯამში დაღუპულია 3 434 ადამიანი.
ამგვარად, დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, ესპანეთმა უკვე გადაუსწრო ჩინეთს, სადაც 3 281 ადამიანი გარდაიცვალა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ინფიცირების ყველაზე მარალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია მადრიდში. მას მოსდევს კატალონია. ესპანეთში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 1 თებერვალს გამოვლინდა, ინფიცირებული გერმანელი ტურისტი აღმოჩნდა.