25-03-2020
თბილისის საკრებულოს ისნის რიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად მოხალისეთა ჯგუფს ,, Stop Covid 19” შეუერდა.
კამპანიის ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფი ხანდაზმული და რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვების საცხოვრებელ მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს.
"დღეს, ჩვენი ქვეყანა გლობალური გამოწვევის წინაშეა და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
ჩართულია ყველა სახელისუფლო რგოლი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
ჩემთვის, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის აქციაში ჩართვა და წვლილის შეტანა.
ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთებთ მაქსიმუმს, დავეხმარებით რისკის ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს და ვუზრუნველვყობთ პროდუქტით და მედიკამენტებით.
კამპანიის მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას და ყველა იმ მოხალისეს, ვინც გაერთიანდა ამ დიდ საქმეში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ ხელისუფლების რეკომენდაცია"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.