გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო: დაუდასტურებელი ამბის გავრცელება ვირუსთან დაკავშირებით არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას ხელს უშლის

26-03-2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ხუთი სამხედრო მოსამსახურის ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ.

სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით გვინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში, პანდემიის პირობებში თავდაცვის ძალები, ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, როგორც ჯარში ასევე ზოგადად საზოგადოებაში.

ჯარში, სპეციალური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი.

მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს. ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტურ საქმიანობას.

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა"-აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930