გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი: ივანიშვილმა გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი “პარაგრაფი” საკარანტინო ცენტრად!

26-03-2020

"ივანიშვილმა გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი “პარაგრაფი” საკარანტინო ცენტრად!"-ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მე ჩემი ერთადერთი სახლი რომელიც მაქვს საქართველოში გადავეცი ემიგრანტებისთვის, კარანტინისთვის ისევე როგოც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი.
მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს გააკეთოს ის რაც გააკეთა ესპანეთში მთავრობამ – სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ.

გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი პარაგრაფის სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ”,- წერს სააკაშვილი.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031