გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თომას მარკერტი: საქართველომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიისკენ

16-03-2018

„ძალიან მოხარული ვარ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ახლა საქართველომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიისკენ. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიასთან ძალიან კარგ თანამშრომლობას“,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველომ სრულფასოვანი საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა დაასრულა.

„ეს არის გრძელვადიანი საფუძველი დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც იცით, ჩვენ ვწუხვართ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდება 2020 წელს და მოხდება 2024 წელს. ეს იყო დაბრკოლება საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან კონსესუსის მისაღწევად. ეს არის წუხილის მიზეზი, თუმცა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ რეფორმის შედეგით“,- განაცხადა თომას მარკერტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30