26-03-2020
ვენიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე უკვე ბრუნდება. რეისს კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ასრულებს. ეკიპაჟის წევრები სპეციალურად არიან დატრენინგებული და საგანგებოდ ეკიპირებული.
ფოტო მასალა "ჯორჯიან ეარვეისმა" "რუსთვი 2-ს" ესქკლუზიურად მიაწოდა.
ყველა ჩამოსული მგზავრი სპეციალურ შემოწმებას გაივლის და კარანტინში გადავლენ. შემდეგი სპეცრეისი ევროპიდან 31 მარტს იგეგმება, მოქალაქეებს ამსტერდამიდან ჩამოიყვანენ.
rustavi2