გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა რუსეთის წინააღმდეგ საერთო რეზოლუციაზე შეთანხმდა

16-03-2018

„ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმცირესობა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის საერთო ტექსტზე შეთანხმდა.
შესაბამისად, პარლამენტი ერთობლივ დოკუმენტს მიიღებს.
რეზოლუციაში მოხვდება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც, თუმცა ვინ იქნება ამ სიაში ჯერ-ჯერობით უცნობია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტში არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკაშირებით მკაცრი შეფასებები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება. 
„ჩვენთვის პრონციპული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა, რომელიც გამოხატავს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი, ტერიტორიული მთლიანობისადმი და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისადმი საერთო ინტერესს, მიიღოს ერთი პრინციპული ტექსტი ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშრებით. ამ რეზოლუციაში იქნება მკაცრი შეფასებები მომხდართან დაკავშირებით, ასევე, მოთხოვნილი კონკრეტული ქმედებები, მათ შორის, გამოძიების ჩატარება საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება და სპეციალური სიის ფორმირება“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031