გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდება

26-03-2020

2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.

მიხეილ ჩხენკელი: „აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის გაგრძელდეს 30 აპრილის ჩათვლით.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ცვლილება ეხება მხოლოდ რეგისტრაციის ვადებს და არა ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღებს. რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღ, ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება. ასევე მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ორშაბათიდან ფუნქციონირებას იწყებს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი – „ტელესკოლა“, რომელსაც ჩვენი სამინისტრო საზოგადოებრივ მაუწყებელთან, პირველ არხთან ერთად ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში აბიტურიენტებისათვის ჩატარდება აბიტურიენტის საათი, სადაც ჩვენი წამყვანი სპეციალისტები მათ გაუწევენ კონსულტაციას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.“

ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930