გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ხმალაძე: მერიას კომპენსაციის გადახდა არ ეკუთვნის

16-03-2018

დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობა კომპანია „სითი პარკთან“ გაწყვეტილი კონტრაქტის გამო კომპენსაციის გადახდას არ აპირებს.

მისივე თქმით, პარკირების სისტემას 10 აპრილამდე კვლავ „სითი პარკი“ განახორციელებს.

ამის შესახებ ხმალაძემ  „სითი პარკის“ მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

„10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას განახორციელებს კვლავ „სითი პარკი“. შესაბამისად, აუცილებლად, კანონის ფარგლებში ამ კომპანიას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ სათანადოდ განახორციელოს პარკირების მენეჯმენტი. იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება სამწუხარო ფაქტი და კვლავ გამეორდება აგრესია ან გარკვეული თავდასხმა ან შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, მოჰყვება ამას კანონით გათვალისწინებული ზომები. არანაირი კომპენსაციის გადახდას არ ვაპირებთ, რადგან მერიას არ ეკუთვნის გადახდა“ - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება „სითი პარკის“ პოზიციას, კომპანია ბაზარს ტოვებს, თუმცა სამართლებრივი დავის გაგრძელებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. კონტრაქტი ძალას 10 აპრილს დაკარგავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930