გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზელენსკიმ უკრაინის საზღვრების ჩაკეტვივს გადაწყვეტილება მიიღო

27-03-2020

უკრაინის პრეზიედნტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 მარტიდან ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა ამ დროის მონაცემებით, 196-მდე გაიზარდა.

აღნიშნულის შესახებ გამოცემა Unian იუწყება.

"პარასკევს, 27 მარტს, საღამომდე უკრაინის ყველა საზღვარი ჩაიკეტება და აიკრძალება მოსახლეობის გადაადგილება", – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხცადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უკრაინაში 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

კორონავირუსი გასული წლის დეკემბერში ჩინეთში, კერძოდ კი უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და COVID-19-გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათას გასცდა, გარდაცვლილია 18 ათასზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება ევროპას, იტალიაში ვირუსის გავრცელების ტეპმპი კვლავ უკონტროლოა, ასევე მძიმე ვითარებაა ესპანეთში.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930