გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 91,7% სრულად განიკურნა

27-03-2020

ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური კომისიის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში ჩინეთში დაფიქსირდა ინფიცირების 55 ახალი შემთხვევა. დღემდე, ჩინეთში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 81340 შემთხვევაა დადასტურებული.


დღეისათვის დაინფიცირებულთაგან სულ განკურნებულია 74548 კაცი ანუ 91,70% . მკურნალობას განაგრძობს 3460 კაცი (4,25%), რომელთაგან მძიმე მდგომარეობა აქვს 1034 კაცს.


განვლილი 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 5 კაცი. სულ გარდაცვლილთა რაოდენობამ 3292-ს მიაღწია. ლეტალობის მაჩვენებელი ტოლია 4,05%-ის


კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობები შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება:

1. აშშ – 85594
2. ჩინეთი – 81340
3. იტალია – 80589*
4. ესპანეთი – 57786
5. გერმანია – 43938
6. ირანი – 29406
7. საფრანგეთი – 29155
8. შვეიცარია – 11811
9. დიდი ბრიტანეთი – 11658
10. სამხრეთ კორეა – 9332

ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებულია შემდეგ ქვეყნებში:

1. ჩინეთი – 74588
2. ირანი – 10457
3. იტალია – 10361
4. ესპანეთი – 7015
5. გერმანია – 5673
6. საფრანგეთი – 4948
7, სამხრეთ კორეა – 4528
8. აშშ – 1868
9. ბელგია – 675
10. იაპონია – 359

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევებია შემდეგ ქვეყნებში:

1. იტალია – 8215* ლეტალობა 10,19%
2. ესპანეთი – 4365 ლეტალობა 7,55%
3. ჩინეთი – 3292 ლეტალობა 4,05%
4. ირანი – 2234 ლეტალობა 7,60
5. საფრანგეთი – 1696 ლეტალობა 5,82%
6. აშშ – 1300 ლეტალობა 1,52%
7. დიდი ბრიტანეთი – 578 ლეტალობა 4,96
8. ნიდერლანდები – 434 ლეტალობა 5,84
9. გერმანია – 267 ლეტალობა 0,61%
10. ბელგია – 220 ლეტალობა 3,53%

ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია ქვეყნები ასე ლაგდებიან
 
1. შვეიცარია – 1365
2. იტალია – 1333
3. ესპანეთი –  1236
4. ავსტრია – 767
5. ნორვეგია – 622
6. ბელგია – 538
7. გერმანია – 524
8. საფრანგეთი – 447
9. ნიდერლანდები – 434

10. ესტონეთი – 406

* worldometers-ი მტკიცებით, მათ გადაამოწმეს იტალიაში პრესკონფერენციის დროს გაცხადებული რიცხვები, შეადარეს ცალკეული რეგიონების მაჩვენებლებს და  აღმოაჩინეს, რომ პიემონტოში გარდაცვალების  და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა  იტალიის საიტზე შეცდომით 50-ით ნაკლებია ნაჩვენები. პორტალი აცხადებს, რომ იტალიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს შეცდომის არსებობა და პორტალმა თავდაპირველად ნაჩვენები რიცხვები – 80539 და 8165 შეცვალა 80589-ით და 8215-ით.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930