გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა: ერთხმად იქნა აღიარებული, რომ საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიად ფორმირების პროცესს ასრულებს

16-03-2018

„დღეს ერთხმად იყო აღიარებული, რომ ეს პროცესი ასრულებს საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიად ფორმირებას“,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომის შემდეგ განაცხადა.

ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დღეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნა განიხილეს.

„ხაზგასმული იყო, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ არის გათვალისწინებული და რომელსაც კენჭი ეყრება უკვე 22 მარტს, სრულ შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ეს იყო ძალიან პოზიტიურად აღნიშნული და ხაზგასმული ყველა გამომსვლელის მიერ“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930