გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კინოს სახლში 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

16-03-2018

კინოს სახლის კინოდარბაზში აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრების ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

ფილმი  დოკუმენტური მასალებისა და კადრების გამოყენებითა  აგებული და მასში 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენების ქრონოლოგიაა წარმოდგენილი.

ფილმის ჩვენებამდე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ მომღერალთა გუნდმა და სოლისტმა სოფო ქირიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერა „გმირის დატირება“ შეასრულეს.

ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ფილმი აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ შეიქმნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30