გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი დაურიგდათ

27-03-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე მდომარეობის მე-5 დღეს კერძო პირებისგან მიღებული შემოწირულობებით ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდათ.

 

სურასათის დარიგების აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ჩაერთნენ.

 

„დღეს დავით და მამუკა კუხალაშვილების მიერ ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს, სულ 160 ბენეფიციარს გადავეცით. მინდა კუხალაშვილებს ქველმოქმედებისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ამ პერიოდში მსგავსი დახმარება და ჩვენს შეჭირვებულ მოქლაქეებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სურსათის დარიგების აქცია კვლავ გაგრძელდება და სხვა მოწყვლად ჯგუფებსაც მოიცავს", - განაცხადა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930