გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს

27-03-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 17-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს.

ქუთაისში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა საძიებო ოპერაციის მონიტორინგი. შტაბს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჯღამაძე.

პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.

10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავთა ჯგუფები. სამუშაოებში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ასევე, ჩართული იყო დრონი და 2 ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930