28-03-2020
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე უძღვებოდა.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხდომა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მათმა მოადგილეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე და აღინიშნა, რომ შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს განხორციელების პროცესი.
აგრეთვე, განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
✔️2020 წელს რეგიონეში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ;
✔️2020 წელს გამოყოფილი თანხების ლიმიტების ზემოთ დასამტკიცებელი დამატებითი პროექტების შსესახებ;
✔️2019 წლის გარდამავალი პრობლემური პროექტების შესახებ;
✔️დაბა ლენტეხში ლ. მუსელიანის სახელობის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის შესახებ;
✔️რეგიონის მასშტაბით, წყალსადენების საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით.
როგორც არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა,საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მუნიციპალიტეტებში სამუშაოები აქტიურად უნდა გაგრძელდეს