გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის სოფლებში მედიკოსები შემოვლას აწარმოებენ

30-03-2020

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა დაიწყო.

აღნიშნული ახალი COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა და მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების, პრობლემური საკითხების და რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

შემოვლა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაგვანთაში, წედისში, ქვედში, ქვედრულაში, სხანარში, ღებსა და ჭიორაში განხორციელდა.

ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანგებოდ შედგენილი გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება.

მოსახლეობაში შემოვლის პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შუქურა ჯაფარიძესთან ერთად უშუალოდ უწევს მონიტორინგს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930