გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები შეუფერხებლად გაგრძელდება

30-03-2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანში შექმნილი ვითარების მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მავნებლისგან შეუფერხებლად გაგრძელდება. აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა და პრეპარატები. მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოში მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება უკვე დაიწყეს.

მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, მავნებლის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ განიხილეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30